ბრაზილიაში, ბოლო 14 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს. სტიქიამ 220 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობი მოიცვა. ხანძრით განადგურებული ტერიტორიის ნახევარი ამაზონის ტროპიკულ ტყეებზე მოდის, აღნიშნულ ტერიტორიებზე ივნისიდან ოქტომბრამდე მშრალი სეზონია, რაც ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობს. ამასთან, მიმდინარე წელს მშრალი სეზონი კლიმატური ცვლილებების გამო, კიდევ უფრო მკაცრი აღმოჩნდა. ექსპერტების თქმით, კლიმატურ ცვლილებებში მნიშვნელოვანი უარყოფითი წვლილი ტყის საფარის გაჩეხვას შეაქვს.