. აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი იმ მიგრანტებისთვის, ვინც აშშ-ის მოქალაქეს ან სამართალდამცავს მოკლავს სიკვდილით დასჯის შემოღებას ითხოვს. აღნიშნული ინიციატივის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა კოლორადოში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა. დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას ჩაატარებს და საზღვარს ჩაკეტავს, რათა მიგრანტებმა ქვეყანაში არალეგალური გზით შესვლა ვეღარ შეძლონ.