„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია წინასაარსაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში მოსახლეობას შეხვდა და პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო. როგორც დავითაიამ განაცხადა, შეხვედრებზე მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისა და ევროპული ღირებულებების მიმართ.
მან მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს იმ პოზიციისთვის, რომელიც მათ ევროპული ღირებულებებისა და ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ გააჩნიათ.