პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული მამაკაცი, რომელიც დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე დააკავეს, 49 წლის ვემ მილერია. „ბიბისის“ ინფორმაციით, მილერი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დააკავეს, შემდეგ კი 5000-დოლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. შეიარაღებული მამაკაცი კალიფორნიის შტატის ქალაქ კოაჩელაში, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ტერიტორიის შესასვლელთან დააკავეს. მედია პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მამაკაცს იარაღთან ერთად ყალბი საშვიც ჰქონდა.