ქართულ ოპოზიციაში გამოეხმაურნენ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომლის თანახმადაც, ე.წ. „ტექნიკური მთავრობის“ შემადგენლობა და პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატი არჩევნებამდე უნდა გასაჯაროვდეს. ხელისუფლების ოპონენტები „ქართული ქარტიის“ სულისკვეთებას იზიარებენ, თუმცა აქვე განმარტავენ, რომ უმჯობესია, ტექნიკურ მთავრობასა და პრემიერობის შესაძლო კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობა არჩევნების შემდეგ წარიმართოს. კონკრეტულად რას ამბობენ ოპოზიციის წარმომადგენლები და რას ითვალისწინებს პრეზიდენტის ეს ინიციატივა.