უკრაინაზე ოკუპანტების თავდასხმები გრძელდება. რუსებმა უკრაინაზე 53 სააჰაერო იერიში მიიტანეს, ზალპური სისტემებიდან კი 90-ჯერ გაისროლეს. ფრონტის ხაზზე საერთო ჯამში 161 საბრძოლოო შეტაკება მოხდა. ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთში სამხედრო აეროდრომ „ორენბურგ-2“- ზე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი Tu-134 განადგურდა. უკრაინის დაზვერვაში აცხადებენ, რომ ამ ტიპის საბჭოთა თვითმფრინავები, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მმართველი პირების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.