უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მზარდი ალიანსი იკვეთება. მისი განცხადებით, საქმე მხოლოდ იარაღის გადაცემას აღარ ეხება და ამჯერად ჩრდილოეთ კორეიდან ხალხის საოკუპაციო სამხედრო ძალებში გადაყვანაზეც არის საუბარი. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აუცილებელია ასეთ ვითარებაში უკრაინის ურთიერთობა პარტნიორებთან კიდევ უფრო მეტად განვითარდეს.