ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებთან ერთად, მსჯელობა საქართველოს საკითხსაც შეეხება. არ არის გამორიცხული, რომ ევროპელმა დიპლომატებმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრონ. ევროპელი დიპლომატები მოამზადებენ ერთგვარ „ჩარჩო დოკუმენტს“ ევროპის ქვეყნების ლიდერებისთვის, აღნიშნულ დოკუმენტზე კი უკვე 17-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით, ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.