საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი ევროკავშირის ფონდების სავარაუდო არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე დაკითხვაზე დაიბარეს. ლე პენი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში გამოცხადდა, თუმცა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. მას და მისი პარტიის 24 წევრს – პარტიის ოფიციალურ პირებს, თანამშრომლებს, ყოფილ დეპუტატებსა და საპარლამენტო ასისტენტებს ბრალი ედებათ ევროპარლამენტში მუშაობისთვის გამოყოფილი თანხების გამოყენებაში იმ თანამშრომლების დასაფინანსებლად, რომლებიც მათი პარტიისთვის მუშაობდნენ. ლე პენი და სხვა ბრალდებულები ამტკიცებენ, რომ თანხების გამოყენების მეთოდი კანონიერი იყო.