ჩინეთის სამხედრო წვრთნის გამო, ტაივანის შეიარაღებული ძალები საგანგებო მზადყოფნაში არიან. კუნძულის გარშემო მიმდინარე სამხედრო სწავლება ტაივანის თავდაცვის მინისტრმა დაგმო და პეკინის ამ ნაბიჯს პროვოკაციული უწოდა. ჩინეთი სამხედრო სწავლების ფარგლებში კუნძულზე თავდასხმის სიმულაციას ატარებს. BBC-ს ცნობით, მასშტაბური სამხედრო სწავლება პეკინის პასუხია ტაივანის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომლითაც მან ქვეყნის ჩინეთისგან დამოუკიდებლობის პირობა დადო.