ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების ნაწილი ააფეთქა. ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს. აფეთქებამდე ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ სამხრეთ კორეა გააფრთხილა, რომ გადაკეტავდა საავტომობილო და სარკინიგზო გზებს, რომელიც ადრე ორ კორეას შორის თანამშრომლობის სიმბოლოდ ითვლებოდა. აღსანიშნავია, რომ კონფლიქტი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის 11 ოქტომბერს გამწვავდა. მაშინ ფხენიანმა სეული უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებაში დაადანაშაულა.