„ბილდის“ სამხედრო ანალიტიკოს, იულიან რიოპკეს განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოსთან თავდაცვის ხაზი გაარღვიეს და დიდი დანაკარგების მიუხედავად ქალაქში შესვლამდე ორი კილომეტრი აშორებთ. უკრაინული მედიის თანახმად, სექტემბრის შუა რიცხვებში რიოპკე კურახოვოსთან ფრონტის ხაზს ეწვია, სადაც ომამდე, დაახლოებით 18 000 ადამიანი ცხოვრობდა. მაშინ რუსული ჯარები აღმოსავლეთით, დაახლოებით 8 კმ-ზე იყვნენ განლაგებული. ოქტომბრის დასაწყისში მათ შეძლეს გარღვევა, დაიპყრეს სოფელი ოსტროვსკოე და მიაღწიეს კურახოვოს წყალსაცავის სანაპიროებს.