არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ნინო დოლიძე განმარტავს, რომ ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” მიმდინარე წლის 1 ივნისიდან წინასაარჩევნო პროცესს აკვირდება. მისი განცხადებით, მონიტორინგის პირობებში „ქართული ოცნების“ აგიტატორებისა და მხარდამჭერთა მხრიდან დარღვევები გამოიკვეთა და ამის მაგალითია ამომრჩეველზე ირიბი ზეწოლა, ასევე პირადობის მოწმობების ჩამორთმევა და სიცრუის პროპაგანდა.