ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმონსი აცხადებს, რომ რუსეთსა და "ნაფტოგაზს" შორის გაფორმებული კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ ევროკავშირი შეძლებს, ჩაანაცვლოს რუსული გაზი, რომელიც მას უკრაინის გავლით მიეწოდება. მისი თქმით, რუსული გაზის გამოყენების გაგრძელებას არანაირი გამართლება არ აქვს. ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული გაზის გამოყენება-არ გამოყენების საკითხი პოლიტიკური არჩევანია, რომელიც ამავდროულად საშიშია.