საქართველის 21 წლამდე ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ქუთაისში ჩრდილოეთ მაკედონიის 21 წლამდე ნაკრებს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ქართველების მხრიდან გოლის ავტორები ვასილიოს გორდეზიანი და ნოდარ ლომინაძე გახდნენ.