დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა ნატოს წევრი იქნება და რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ნატო-ში წევრობა მხოლოდ მოკავშირეების განსახილველია.
“გვსურს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება გრძელვადიან პერსპექტივაშიც. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინას მარტოდ არ დავტოვებთ. მჯერა, რომ ერთ დღეს უკრაინა ნატოს წევრი იქნება და ტაშს დავუკრავ, როდესაც ეს დღე დადგება. ასევე სრულიად აშკარაა, რომ რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია, არ შეუძლიათ ამ განხილვაზე გავლენის მოხდენა. მხოლოდ მოკავშირეების განსახილველია, ამან [უკრაინის წევრობაზე განაცხადა] როგორ წაიწიოს წინ,” - განაცხადა რუტემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის “გამარჯვების გეგმა”, რომლის პირველი პუნქტი უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიწვევაა, მოკავშირეების განხილვის საგანი იქნება.
“მოკავშირეებთან “გამარჯვების გეგმას” განვიხილავთ. ის, რა თქმა უნდა, ასევე მაგიდაზე იქნება მიმდინარე კვირას, როდესაც ხუთშაბათს საღამოს უკრაინისა და ნატოს შეხვედრა გვექნება თავდაცვის მინისტრების დონეზე. როგორც იცით, ნატოს სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის წევრობისკენ გზა შექცევადია, და უკრაინა ახლოსაა ნატოსთან, ვიდრე ოდესმე აქამდე,” - განაცხადა რუტემ.