1 დღე ევროპული საბჭოს სამიტამდე. ხვალ და ზეგ ევროპელი ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბებიან და რეგიონალურ გამოწვევებზე, მათ შორის საქართველოში არსებული ვითარების შესახებაც იმსჯელებენ. მმართველი გუნდი ევროპელი პარტნიორების მხრიდან სამართლიან მიდგომას ელოდება და პირობას დებს რომ ძალიან მალე დასავლეთთან დღეს არსებული გაფუჭებული ურთიერთობა წარსულს ჩაბარდება. ოპოზიცია კი გაჩერებულ ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრობს.