დღეს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლოდერები ასპინძის რაიონში, სოფელ რუსთავში მოსახლეობას შეხვდნენ. მათ მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და თავისი სამომავლო გეგმები გააცნეს. პარტიის წარმოამდგენლის, ივერი ბალახაშვილის განცხადებით, ადგილობრივებს გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები აქვთ. მისი შეფასებით, აღარ არსებობს დაფინანსება, რომელიც იყო გამოყოფილი სოფლისთვის და კონკრეტულად წყლის მომარაგებისთვის. ბალახაშვილი განმარტავს, რომ ხელისუფლება მხოლოდ მოსახლეობის დაშინებით არის დაკავებული.