იაჰია სინვარი მოკლულია, დავინდობთ ყველას, ვინც მძევლებს გაათავისუფლებს და იარაღს დაყრის. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ნათანიაჰუს თქმით, ისრაელის მიერ "ჰამასის" პოლიტბიუროს თავმჯდომარის, იაჰია სინვარის მკვლელობა, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმის ორგანიზატორად ითვლება, ნიშნავს, რომ „ჰამასი აღარ იბატონებს ღაზაში“.
მან მიმართა პალესტინელ ხალხს, რომ „ჰამასის“ შემდგომი „დღის დასაწყისია“.
„ და ეს შესაძლებლობაა თქვენთვის, ღაზას მცხოვრებთათვის, რომ საბოლოოდ თავი დააღწიოთ ტირანიას.
სინვარმა თქვენი ცხოვრება გაამწარა. გითხრათ, რომ ლომია, მაგრამ რეალურად ბნელ ბუნაგში იმალებოდა. მოკლულ იქნა, როდესაც პანიკაში ჩვენს ჯარისკაცებს გაურბოდა.
„ჰამასის“ ტერორისტებს ვეუბნები: თქვენი ლიდერები გარბიან და მათი განადგურება მოხდება”, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელი ყველას დაინდობს, ვისაც მძევლები ჰყავს აყვანილი, თუ ისინი მძევლებს გაათავისუფლებენ და იარაღს დაყრიან.
“ამავდროულად ვამბობ, ვინც ჩვენს მძევლებს ავნებს, რომ მისი სისხლის მის თავზე იქნება. მასთან ანგარიშსწორებას მოვახდენთ”, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.