ევროატლანტიკურმა საზოგადოებამ უნდა გაიღვიძოს და გაიაზროს, რომ ჩრდილოეთ კორეა უკვე იჭრება ევროპაში რუსეთთან ერთად, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა x-ზე წერს.
„ევროატლანტიკურმა საზოგადოებამ უნდა გაიღვიძოს და გაიაზროს, რომ ჩრდილოეთ კორეა უკვე იჭრება ევროპაში რუსეთთან ერთად, და დაუყოვნებლივ იმოქმედოს. რუსეთმა აგრესიის სერიოზული ესკალაცია განახორციელა ჩრდილოეთ კორეის ომის მხარედ ჩართვით. ვითხოვთ ევროატლანტიკური საზოგადოებისა და მთელი მსოფლიოს დაუყოვნებლივ და ძლიერ რეაქციას“, - წერს სიბიგა.
მისი თქმით, საუკეთესო პასუხი უკრაინის მიერ შემოთავაზებული "გამარჯვების გეგმის" სრული მხარდაჭერა იქნებოდა.