არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე პოლიტიკური პარტიები კვლავ მძიმე წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება გასული წლების მსგავსად, ადმინისტრაციულ რესურსს ბოროტად იყენებს და ოპონენტებს განსხვავებული აზრის გამო დევნის. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, „ქართული ოცნება“ ზეწოლის, დაშინების და ფიზიკური ანგარიშწორებისა კამპანიით არჩევნების შედეგების შეცვლას ცდილობს.