სინვარის მკვლელობის შემდეგ ახალი პერსპექტივა გაიხსნა და ჩვენ იგი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და მძევლების გასათავისუფლებლად უნდა გამოვიყენოთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„სინვარის მკვლელობის შემდეგ ახალი პერსპექტივა გაიხსნა და ჩვენ იგი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებლად და პოლიტიკური პერსპექტივის მოსაძებნად უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ლიბანში გაერო-ს სამშვიდობო მისია შესაძლოა გაძლიერდეს.
„გაერო-ს ძალებს მთელ მსოფლიოში პატივი უნდა სცენ. UNIFIL-ის მისია შეიძლება გადაიხედოს, მაგრამ პირველ რიგში რაც უნდა გაკეთდეს ცეცხლის შეწყვეტაა“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.