„ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის განცხადებით, ზუგდიდის საკრებულოს წევრები, თაზო ფაცაცია და ოთარ ქადარია, პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში არიან ჩართული. წითლიძის მტკიცებით, ისინი დევნილებს ერთი პირადობის მოწმობის სანაცვლოდ 200-დან 500 ლარამდე სთავაზობენ. პარტიაში აცხადებენ, რომ ამ მეთოდით მმართველი პარტია ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების განეიტრალებას ცდილობს.