კომუნიკაციის კომისიის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის პრაქტიკული კურსი „საგანგებო მოვლენების გაშუქება და უსაფრთხოების სტანდარტი“ ჩატარდა,რომელსაც ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილი და უსაფრთხოების ექსპერტი, ირაკლი ანდრონიკაშვილი უძღვებოდნენ.
ორდღიან შეხვედრებზე განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა საგანგებო მოვლენების გაშუქების სტრატეგიები, ხშირად დაშვებული შეცდომები, უცხო გარემოში მუშაობისას უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები და მგზავრობისას გასათვალისწინებელი დეტალები. სემინარი ასევე მოიცავდა სიმულაციურ ვარჯიშებსაც, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები სავალდებულო ტექნიკურ აღჭურვილობას და საგანგებო სიტუაციების გაშუქებისას მნიშვნელოვან პრაქტიკულ დეტალებს გაეცნენ.