მმართველი პარტია უარყოფს ოპოზიციის მხრიდან არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მესამე სექტორისა და ოპოზიციის ნაწილი გამოგონილი კამპანიით არჩევნების დისკრედიტაციას ცდილობს. მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გარკვეული ძალები არჩევნების დღეს დარღვევების იმიტირებას გეგმავენ, რისი მიზანიც არჩევნების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება იქნება. ოპოზიცია მმართველ პარტიას ამომრჩევლის მოსყიდვაში, ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს. რას ამბობენ ხელისუფლების ოპონენტები და როგორ პასუხობს აღნიშნულ ბრალდებებს მმართველი პარტია.