მიხეილ სარჯველაძემ ჩხობაძის სახელობის სამედიცინო დაწესებულების სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. ამ ეტაპზე, კლინიკაში, გადაუდებელი დახმარებისა და ქირურგიული განყოფილებები რემონტდება. ასევე, იგეგმება მიმდებარე ტერიტორიისა და გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, პაციენტებს, საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო ცენტრი მოემსახურება, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანია მაღალი დონის ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფისთვის.