მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება - ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ და ყოფილი გენერალური პროკურორი, ალექსანდრე სტოიანოგლო დაუპირისპირდებიან. წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო უბნებიდან ოქმების თითქმის 100%-ის დამუშავების შემდეგ, არჩევნებში მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ ხმების 42,07%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზე, ხმათ 26,27%-ით, მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი, ალექსანდრე სტოიანოგლო გავიდა. მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმი ერთდროულად, გუშინ ჩატარდა.