უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა თურქეთში ჩავიდა. ამ დროისთვის სიბიგა ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ეროვნული თავდაცვის მინისტრს, იაშარ გიულერს და ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლატსაც შეხვდება. მოლაპარაკებებისას ძირითადი ყურადღება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებს დაეთმობა. განსაკუთრებული აქცენტი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმას“, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასა და „მშვიდობის ფორმულას“ დაეთმობა.