ფიროსმანის ქუჩაზე, 27 წლის ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 4 პირი დააკავეს. დაკავებულებიდან ერთს - იოსებ ბალარჯიშვილს ფირცხალაიშვილის მკვლელობას ედავებიან, მის 3 მეგობარს კი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას. როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 31 წლის იოსებ ბალარჯიშვილმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ტატო ფირცხალაიშვილი მოკლა, საპასუხო გასროლის შედეგად კი, თავადაც დაიჭრა