მოლდოვაში ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმი და საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. რეფერენდუმის ხმათა 99%-ზე მეტი უკვე დათვლილია. წინასწარი შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა ხმა ევროკავშირში გაწევრიანებას მისცა. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, მასში მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ ლიდერობს, მეორე ადგილზე კი მისი ოპონენტი, ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრე სტოიანოგლოა რომელსაც მხარს ყველაზე დიდი პრორუსული ოპოზიციური „სოციალისტების“ პარტია უჭერს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარების თარიღი უკვე ცნობილია.