მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს და ვუთხრა მას, რომ ერთადერთი გამოსავალი „ქართული ოცნებისთვის“ არის ის, რომ აღიაროს ქართველი ხალხის ნება და უზრუნველყოს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა იმ პოლიტიკური ძალებისადმი, რომლებიც მიიღებენ ქართველი ხალხის მხარდაჭერის მანდატს , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ის მიმართავს ბიძინა ივანიშვილს, რადგან „ის არის ადამიანი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს, ხოლო ყველა დანარჩენი გადაწყვეტილებების გამხმოვანებლები არიან“.
მე მაქვს ეჭვი და „ქართული ოცნების" სპიკერების დემაგოგიური გაცხადებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ აუცილებელია მიმართვა ივანიშვილისადმი, იმიტომ, რომ რასაც მე ვისმენ კობახიძისგან და მისი დამქაშებისგან, არ გამოვრიცხავ, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილს და ვაკუუმში ატყუებენ. ეს ადამიანი მოძრაობს დაჯავშნილი შუშებით. რასაც ვისმენ კობახიძისგან გამუდმებით, რომ 60% მხარდაჭერა აქვთ, არ მგონია, რომ რეალურად არ ფლობდნენ ინფორმაციას და მე არ გამოვრიცხავ, რომ ისინი მათ ლიდერს ამყოფებენ იზოლაციაში“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, არჩევნებზე „ძლიერი საქართველო“ ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე დიდ მხარდაჭერას მიიღებს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივიღებთ ყველაზე დიდი მხარდაჭერას ოპოზიციურ ფლანგზე. დღეისათვის ჩვენ ყველა მონაცემი გვაქვს იმისათვის, რომ ვთქვათ, ეს არის ის, რისკენაც მივისწრაფვით და რისი რეალური შესაძლებლობაც არსებობს.
მე შემიძლია გულწრფელად გითხრათ ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, რომ კვლევები, რომელსაც ჩვენ რეგულარულად ვატარებთ, დღეისათვის ყველა შესაძლებლობაა იმისათვის, რომ ძლიერი საქართველო იყოს ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა. ვხედავთ, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების ოდენობა მინიმუმ ორჯერ აღემატება „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების ოდენობას. 5 დღე დარჩენილი, დაველოდოთ და 26-ში ქართველი ხალხის ნება გამომჟღავნდება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.