საქართველოში ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებულ ჩხრეკებს ევროპელი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ყოფილი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს არის საქართველოში მკვლევართა წინააღმდეგ დაშინებისა და რეპრესიების ახალი დონე. მისივე თქმით, რეჟიმი იგივე მეთოდებს იყენებს, რასაც KGB და FSB იყენებენ მოსკოვში. გერმანიის ბუნდესტაგის წევრი თომას ჰაკერი Atlantic Council-ის თანამშრომლების - ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, ასევე სოციალურ ქსელში ეხმიანება და ამბობს, რომ გავრცელებული ცნობები საგანგაშოა. თემაზე შეფასებებს აკეთებს აშშ-ის ყოფილი ელჩი - იან კელიც. კელი თვლის, რომ არჩევნების შემდეგ პროდასავლური ოპოზიციის ჩახშობის მუქარას აღასრულებენ.