რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა იწყება. სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის შესახებ პრეზენტაცია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა. მინისტრის ინფორმაციით, იგეგმება არსებული ძირითადი შენობების რეაბილიტაცია, ასევე რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აშენდება ახალი შენობა. სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები, მთლიანობაში, 100 000-მდე კვადრატულ მეტრს მოიცავს, სადაც მასშტაბური სამუშაოები ჩატარდება. არსებულ შენობებში, რეაბილიტაციის შემდეგ, იფუნქციონირებს სტაციონარი, რომელიც 400 საწოლზე იქნება გათვლილი.