საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღე რჩება. პოლიტიკოსებმა წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს. მათ ყურადღება ხელისუფლების რიტორიკასა და ანტიდასავლურ კურსზე გაამახვილეს. მათი განცხადებით, ეს ყველაფერი წინასაარჩევნო გარემოზე ნეგატიურად აისახა. მათივე ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში რამდენიმე ძალადობრივ ფაქტსა და დარღვევას ჰქონდა ადგილი, რასაც შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვა.