26 ოქტომბრამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. გუშინ მედიასთან სპეციალურ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ქართული ქარტიის შესახებ. რა ვადაში წარადგენს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს, რატომ გადაწყვიტა სალომე ზურაბიშილმა მთავრობის მეთაურის კანდიდატის არჩევნების შემდეგ დასახელება და კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შემთხვევაში რა იქნება ე.წ. ტექნიკური მთავრობის პირველი ნაბიჯები საშინაო და საგარეო მიმართულებით, ეს იმ კითხვების ჩამონათვალია, რომლებზეც პრეზიდენტმა გუშინდელ შეხვედრაზე უპასუხა.