დღეს საქართველო მე-11 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. დღევანდელ არჩევნებზე საარჩევნო უბნების უმეტეს ნაწილში კენჭისყრა ელექტრონული სისტემით პირველად ჩატარდება - წლევანდელი არჩევნები იმითაც არის გამორჩეული, რომ მაჟორიტარული ოლქების გარეშე სრულად პროპორციულად პირველად ჩატარდება. შესაბამისად, ამომრჩევლები ხმას მხოლოდ პარტიებს მისცემენ. ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ერთიანი სიის მიხედვით 3 მილიონ 508 ათას 294-ს შეადგენს. არჩევნებში მონაწილეობას წელს პირველად 135 ათას 922 ახალგაზრდას მიიღებს. საერთო ჯამში გახსნილია 3 ათას 111-ი საარჩევნო უბანი - აქედან 67 უბანი საზღვარგარეთ იქნება. საარჩევნო პროცესს დააკვირდება: 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი და დღევანდელ პროცესს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი გააშუქებს.