„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. როგორც მან აღნიშნა, ხმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასა და ქვეყნის რუსული გავლენებისგან გათავისუფლებას მისცა. მანვე აღნიშნული არჩევნები 31 მარტის რეფერენდუმს შეადარა.