სამართლიანმა არჩევნებმა მათი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უბნების ნაწილი დარღვევებით გაიხსნა. ISFED-ის ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის თქმით, საარჩევნო უბნების მიმდებარედ კოორდინატორების მობილიზება შეინიშნება, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ.