არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნებზე დაკვირვების პროცესს აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ. მესამე სექტორის წარმომადგენლები საზოგადოებას საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიან - არჩევნებთან დაკავშირებით დილით, 10 საათზე „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ უკვე ისაუბრა - გარდა ამისა, სპეციალური ბრიფინგი საია-ის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემაც ჩაატარა