არასამთავრობო ორგანიზაციები 26 ოქტომბრის არჩევნების დღის შეფასებებს საზოგადოებას უზიარებენ. სამოქალაქო სექტორი არაერთ დარღვევაზე მიუთითებს. მათი განმარტებით, წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს გამოვლენილი დარღვევების ერთობლიობას, შესაძლოა არჩევნების შედეგებზე გავლენა მოეხდინა. ისინი ცესკოსგან დამატებით განმარტებას მოითხოვენ , რადგან მათი თქმით, საარჩევნო პროცესის დაძაბულ და უთანასწორო გარემოში წარმართვამ, ეჭვქვეშ დააყენა როგორც კენჭისყრის პროცესი, ისე არჩევნების შედეგები.