„კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო სიის პირველი ოცეული მანდატებზე უარს ამბობს. შესაბამისი განცხადება კოალიციის პირველმა ნომერმა ნანა მალაშხიამ ბრიფინგზე გააკეთა. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ აცხადებს, რომ "ეს არჩევნები არის გაყალბებული, შედეგები კი არალეგიტიმური". ამასთან მთელი დღის განმავლობაში პრეზიდენტს ოპოზიციური პარტიებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები ხვდებოდნენ. მისცემს თუ არა არჩევნებს ლეგიტიმაციას სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტის მიერ ჩანიშნულ ბრიფინგზე გახდება ცნობილი, რომელიც ორბელიანების სასახლეში დღეს 21 საათზეა ჩანიშნული.