ეუთო ოდირის წარმომადგენლების გზავნილებს უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკურ სპექტრში. ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის ეუთო ოდირის წარმომადგენლების გზავნილები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურად გამოცხადებას ნიშნავს. თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში, სადაც 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად აცხადებენ. რა განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში.