არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება. ამის აღიარება არის რუსეთის შემოსვლის აღიარება, - ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.
მისი შეფასებით, 26 ოქტომბერს არჩევნების ტოტალურად გაყალბება მოხდა.
"ტექნოლოგია გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა... ჩატარდა რუსული არჩევნები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, "ძალიან ბევრი რამ არის გამოსაკვლევი".