საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კრიტიკული გზავნილები არ წყდება. საერთაშორისო ლიდერები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოძიებისკენ მოუწოდებენ. ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები მიიჩნევენ რომ “ქართულმა ოცნებამ” დემოკრატიის პრინციპებისგან დაცილებული საარჩევნო გარემო შექმნა. რა განცხადებებს აკეთებენ ლიდერები.