ისრაელში, თელ-ავივის ჩრდილოეთით სატვირთო მანქანა ავტობუსის გაჩერებას შეეჯახა, დაშავდა ათობით ადამიანი. პოლიციის აზრით, მომხდარი, განზრახ თავდასხმა იყო. მედიის ცნობით, მძღოლი შემთხვევის ადგილზე მოკლეს. ინციდენტის შემდეგ 35 დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს. Times of Israel-ის ცნობით, შემთხვევა გლილოტის ბაზასთან მოხდა. ეს ისრაელის თავდაცვის არმიის საწვრთნელი ბაზაა. დაშავებულებიდან ექვსი მძიმე მდგომარეობაშია, ხუთს საშუალო სიმძიმის ტრავმები აღენიშნება. ისრაელის მედიის ცნობით, დაზარალებულთა უმეტესობა ხანდაზმული ადამიანები არიან, რომლებიც ავტობუსიდან ახლომდებარე მუზეუმის მოსანახულებლად ჩამოვიდნენ. როგორც Times of Israel-ი წერს, პოლიცია ეჭვობს, რომ მომხდარი ტერორისტული აქტი იყო.