რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. გენშტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტებმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ჯარების განლაგების სტრატეგიულ ობიექტებზე 91 საჰაერო დარტყმა მიიტანეს. ფრონტის ხაზზე ჯამში 144 საბრძოლო შეტაკება მოხდა. განსაკუთრებით რთული ვითარება, ხარკოვის, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებებზეა. გენშტაბის ინფორმაციით, დიდია მტრის დანაკარგებიც. უკრაინული თავდაცვა, რუსების ჯარების განლაგებისა და იარაღის განთავსების სტრატეგიულ ობიექტებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.