„როიტერის“ინფორმაციით, ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური სოციალ-დემოკრატებმა მოიგეს. ოფიციალური მონაცემებით, ხმების 99 პროცენტის დათვლის შემდეგ, ცენტრისტული მემარცხენეები 141-წევრიან ასამბლეაში 52 მანდატით ლიდერობენ. მმართველი „სამშობლოს კავშირის“ პარტია კი 28 მანდატით მეორე ადგილზეა. სოციალ-დემოკრატების ლიდერის თქმით, პარტია სავარაუდოდ, პარტიებთან „ლიტვისთვის“ და „ფერმერთა და მწვანეთა კავშირთან“ ერთად, კოალიციური უმრავლესობით მოვა. საპარლამენტო არჩევნები ლიეტუვაში შერეული სისტემით იმართება. 141-ადგილიან სეიმში 70 დეპუტატს პარტიული სიებიდან, დანარჩენს კი ერთმანდატიან ოლქებში ირჩევენ.