ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო კობახიძე-ორბანზე - ორი იზოლირებული პრემიერ-მინისტრი დღეს თბილისში ერთმანეთს ხვდება - Palitra News

ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო კობახიძე-ორბანზე - ორი იზოლირებული პრემიერ-მინისტრი დღეს თბილისში ერთმანეთს ხვდება

2024-10-28 19:55:40+04:00

ორი იზოლირებული პრემიერ-მინისტრი დღეს თბილისში ერთმანეთს ხვდება, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტს.

„მოდით ნათელი ვიყოთ: ვიქტორ ორბანს შეუძლია თავისი ქვეყანა და მისი მიკერძოებული დიპლომატია წარმოადგინოს. ის ევროკავშირს არანაირად არ წარმოადგენს. ორი იზოლირებული პრემიერ-მინისტრი დღეს თბილისში ერთმანეთს ხვდება“, - წერს ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში.