დღეს 19:00 საათზე სტუდენტური მოძრაობა - “დაფიონი” აქციას ჩაატარებს. როგორც მოძრაობის აქტივისტებმა გუშინდელ აქციაზე პარლამენტთან შეკრებილებს განუცხადეს, დღეს ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტთან მივლენ. სტუდენტები ამბობენ, რომ ისინი საქართველოში დემოკრატის იცავენ. აღსანიშნავია, რომ გუშინ მოქალაქეებმა, არჩევნების წინასწარი შედეგები პარლამენტის წინ გააპროტესტეს. ადგილზე ასევე პრეზიდენტი და ოპოზიციურმა პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აქციიაზე გაჟღერდა მთავარი მოთხოვნა, რომელიც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით არჩევნების ხელახალ ჩატარებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, პრეზიდენტმა მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და არჩევნების არალეგიტომურობის საკითხზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებებებს ოპოზიციური პარტიებიც ეთანხმებიან და განმარტავენ რომ მთავარი ბრძოლა ხმების დასაცავად ჯერ კიდევ წინ არის.