აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა 28 ოქტომბრის ბრიფინგი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ვრცელი განცხადებით გახსნა. მილერის განცხადებით, აშშ უერთდება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს, არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრულ გამოძიებაზე. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება სურს, რაც ამჟამინდელი მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული და მხარდაჭერილი საქართველოს კონსტიტუციითაც არის გათვალისწინებული.